„ნაპოლის“ ვეტერანი მცველი - კვარაცხელიას წინააღმდეგ ყველაზე მეტჯერ უხეშობენ და ამაზე მსაჯები თვალებს ხუჭავენ #1TVSPORT
„ნაპოლის“ ვეტერანი მცველი - კვარაცხელიას წინააღმდეგ ყველაზე მეტჯერ უხეშობენ და ამაზე მსაჯები თვალებს ხუჭავენ #1TVSPORT

„ნაპოლის“ ყოფილი მცველის, პაოლო ზილიანის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მსაჯებმა მეტოქის უხეშობისგან დაიცვან, აფრთხილებენ.

ხვიჩა კვარაცხელიას ყვითელი ბარათები დაუგროვდა და ის სერია A-ს 21-ე ტურის მატჩს „ლაციოსთან“ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

„„Ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის წინააღმდეგ თამაშის წესი ყველაზე მეტჯერ დაირღვა, მას მსაჯები არ იცავენ. ამ ყველაფრის ფონზე, მან თავად მიიღო გაფრთხილებები და „ლაციოს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ეს აბსურდია. მოთამაშე, რომელზეც „ნადირობენ“ მოედანზე, ყვითელი ბარათების გამოა დისკვალიფიცირებული. კვარაცხელია ხალხში ემოციას იწვევს, ის მუდამ შოუს დგამს. მსაჯები, ფაქტობრივად, მცველებს უფლებას აძლევენ, ტრავმის მაღალი რისკის ზღვარზე დაუპირისპირდნენ ხვიჩას, ასე იყო ჰატებურის, ნანდესის, კამბიასოს შემთხვევაში (სია უსასრულოა).

ისე გამოდის, რომ „ნაპოლის“ ლიდერმა ასეთი თამაში უნდა მიიღოს, გაჩუმდეს და რეაქცია არ ჰქონდეს უფლებების დარღვევაზე“, – განაცხადა პაოლო ზილიანიმ.