„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი - თუ მილიკთან შეთანხმება არ შედგა, მას ტრანსფერზე დავაყენებთ
„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი - თუ მილიკთან შეთანხმება არ შედგა, მას ტრანსფერზე დავაყენებთ

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯინტოლი ამბობს, რომ პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკი ტრანსფერზე დადგება, თუ ახალი კონტრაქტის თაობაზე კლუბის წინადადებას არ მიიღებს. ამ ინფორმაციას „ფუტბოლ იტალია“ ავრცელებს.

„წინ ბევრი მატჩია და მხარეები ჯერ სიტუაციას აფასებენ. ამჟამად შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა გაგვიხარდება, თუ მივაღწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მილიკი ტრანსფერზე იქნება დაყენებული. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს“, – განაცხადა ჯინტოლიმ.

მიმდინარე სეზონში არკადიუშ მილიკმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა და ათი გოლი გაიტანა.