„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი - კვარაცხელიას ისედაც აქვს კონტრაქტი და მის გახანგრძლივებას არ ვაპირებთ #1TVSPORT
„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი - კვარაცხელიას ისედაც აქვს კონტრაქტი და მის გახანგრძლივებას არ ვაპირებთ #1TVSPORT

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, რადგან მას კონტრაქტი გაფორმებული აქვს, მის აგენტებთან კი საიმედო ურთიერთობა არსებობს.

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა Dazn-თან ინტერვიუში სატრანსფერო სიახლეების შესახებ რამდენიმე კითხვას უპასუხა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა.

„ამ დროისთვის კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საჭიროება არ არის. მას ისედაც ხანგრძლივი ხელშეკრულება აქვს „ნაპოლისთან“. ამავე დროს კარგი ურთიერთობა გვაქვს ფეხბურთელთან და მის აგენტებთან.

ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ. ახლა გვჭირდება ფოკუსირება ყოველდღიურ ამოცანებზე და შედეგებზე, ჩვენი მთავარი საფიქრალი ჩემპიონობის მოპოვებაა“, – განმარტა ნეაპოლელთა სპორტულმა დირექტორმა.

ნოემბრიდან იტალიურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებდა, საპასუხოდ კი კლუბი მას ხელფასს გაუორმაგებდა.