„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი – არც ოსიმენის და არც სხვა ფეხბურთელის გაყიდვას არ ვაპირებთ #1TVSPORT
ნეაპოლიტანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მაურო მელუზომ სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის გუნდში არც ოსიმენისა და არც სხვა მოთამაშის გასხვისებას არ გეგმავენ, – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი მიმომხილველი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„დაზუსტებით ვამბობ, რომ არა, არც ერთ შემთხვევაში. ჩვენი შემადგენლობა ძალიან კარგია და მშვიდად ვართ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, შემადგენლობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ“, – ციტირებს „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ცხრა ტურის შემდეგ „ნაპოლი“ მეხუთე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის А ჯგუფში კი მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ „რეალს“ ჩამორჩება.
🚨🔵 Napoli director Meluso when asked about top players like Victor Osimhen leaving in January: “No, no way. Absolutely not”.
“Our squad is very good and we feel relaxed. Of course we can improve it but it will discuss this topic later”. pic.twitter.com/arAIYoFbie
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 27, 2023