„ნაპოლის“ პრეზიდენტმა კვარაცხელიას მიმართა - შენმა ჩამოსვლამ ჩვენს გამარჯვებებს უნდა შეუწყოს ხელი [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიმ“ სერია „ა“-ს განაცხადში შეიყვანა და კლუბის ოფიციალურ ვებგევრდზე პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადებაც გავრცელდა.

„ნაპოლიმ“ ოფიციალურად გააფორმა კვარაცხელიას ტრანსფერი

„პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოხარულია გაცნობოთ, რომ „ნაპოლიმ“ ბათუმის „დინამოდან“ მთლიანად გამოისყიდა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი“, – წერია კლუბის განცახდებაში.

ქართველის ტრანსფერს ცნობილი იტალიური სატელევიზიო ქსელის, sportmediaset-ის ვებგვერდი გამოეხმაურა:

„ნაპოლი“ ეგებება კვარაცხელიას – მოგესალმებით, ხვიჩა!

ქართველი პირველ ნაბიჯებს დგამს სერია ა-ში: ის ნეაპოლში ოფიციალურად გადავიდა. მისი სახელის გაცნობა უახლოეს მომავალში მოგვიწევს, რადგან ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ჩამოვიდა. ქართველის კონტრაქტი ლიგას დღეს დილით ჩააბარეს და ბათუმის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი სრულფასოვანი „ლურჯი“ („ნაპოლის“ ფორმის ფერი) გახდა. ამავე დროს, გუნდმა სიახლე სოციალური მედიაში გაავრცელა.

„მოგესალმებით, ხვიჩა“ – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ პოსტში.

ამის შემდეგ, პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალწვეულს ტვიტერის გვერდზე მიესალმა:

„დაე, ზღვისა და ცის ლურჯი ფერი იყოს შენი სულისა და შენი ფეხების ფერი, რამაც „ნაპოლის“ უფრო მეტ გამარჯვებებს უნდა შეუწყოს ხელი“.

„ნეაპოლიტანური სამყარო იმედოვნებს, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეულ მემკვიდრე მოძებნეს ან შესაძლოა, უფრო უკეთესიც, თუ იმას გავითვალისწინებთ, იტალიაში მის ჩამოსვლას როგორი აჟიოტაჟიც ახლდა. კვარაცხელიას თავგადასავალი იტალიაში 6 ივლისს დაიწყება, როცა ქართველი სამედიცინო შემოწმების გასავლელად ვოლტურნოს ბაზის კარიბჭეს გადაკვეთს. იქიდან ის დანარჩენ გუნდთან ერთად დიმაროს შეკრებაზე წავა“, – წერს sportmediaset.

დატოვე კომენტარი