„ნაპოლის“ პრეზიდენტი ვიქტორ ოსიმენის გაყიდვაზე მხოლოდ 500 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში დაფიქრდება #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი ვიქტორ ოსიმენის გაყიდვაზე მხოლოდ 500 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში დაფიქრდება #1TVSPORT

იტალიურ მედიაში „ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის საუდის არაბეთში არშემდგარი ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

რამდენიმე სააგენტოს ინფორმაციით, „ალ-ჰილალი“ ოსიმენის სანაცვლოდ იტალიის მოქმედ ჩემპიონს 200 მილიონ ევროსაც სთავაზობდა, თუმცა „ნაპოლიმ“ წინადადება დაბლოკა.

ამ თემასთან დაკავშირებით Sport Mediaset-მა კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სიტყვები გაავრცელა:

„200 მილიონი ევროს სანაცვლოდ ოსიმენის მხოლოდ ერთი ფეხის შეძენა შეგიძლიათ. მომავალ წელს 500 მილიონ ევროს თუ შემოგვთავაზებთ, ტრანსფერზე მაშინ დავფიქრდებით“, – განაცხადა დე ლაურენტისმა.

ნიგერიელი გასულ წელს სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან 26 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.