„ნაპოლის“ პრეზიდენტი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა და საჩუქრები გადასცა #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა და საჩუქრები გადასცა #1TVSPORT

აურელიო დე ლაურენტისი რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა და საჩუქრები გადასცა. ასევე, „ნაპოლისა“ და „სან ლორენცოს“ შორის ამხანაგური მატჩის გამართვა შესთავაზა.

„ნაპოლის“ პრეზიდენტთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა გუნდის თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე, რომელიც რომის პაპის თანამემამულეა. დე ლაურენტისისა და პაპ ფრანცისკეს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა მიქელანჯელო იოსამ გაავრცელა.

„აურელიო დე ლაურენტისისა და ჯოვანი სიმეონეს ეს ამაღელვებელი შეხვედრა ფრანცისკესთან ვატიკანში, პაპ ავგუსტინიანეს სახელობის ინსტიტუტში გაიმართა. „ნაპოლის“ პრეზიდენტმა პაპს აჩუქა გუნდის 10-ნომრიანი მაისური წარწერით – „პაპი ფრანცისკე“. ასევე – დიეგო არმანდო მარადონას ოქროს ფეხის გამოსახულება.

სიმეონემ რომის პაპს უსახსოვრა ბურთი, რომელსაც ხელი მოაწერეს იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ მოთამაშეებმა. დე ლაურენტისმა პაპ ფრანცისკეს  შესთავაზა „სტადიო მარადონაზე“ ამხანაგური მატჩის გამართვა „ნაპოლისა“ და „სან ლორენცოს“ შორის, რომელსაც არგენტინელი რომის პაპი ბავშვობიდან გულშემატკივრობს“, – წერს მიქელანჯელო იოსა.