„ნაპოლის" პრეზიდენტი - უკვე ხუთ მწვრთნელს ვესაუბრე #1TVSPORT
„ნაპოლის" პრეზიდენტი - უკვე ხუთ მწვრთნელს ვესაუბრე #1TVSPORT

როგორც ცნობილი ხდება, ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს მომავალი სეზონიდან. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აცხადებს, რომ პოტენციურ სამსახურზე უკვე ხუთ მწვრთნელს ესაუბრა.

„მე უკვე ვესაუბრე ხუთ მწვრთნელს“, – ციტირებს „ნაპოლის“ პრეზიდენტს Corriere dello Sport-ი. აღნიშნული გამოცემა ასევე ასახელებს პოტენციურ კანდიდატებს, თუმცა სიაში არ არის ჯან პიერო გასპერინი, რომელსაც „პარტენოპეი“ ცოტა ხნის წინ დაუკავშირეს.

როგორც ცნობილი ხდება, ანტონიო კონტემ უკვე უარი თქვა „ნაპოლის“ გაწვრთნაზე. ასევე სახელდებიან ლუის ენრიკე და იულიან ნაგელსმანი.

მაგრამ დე ლაურენტისს სხვა ვარიანტებიც აქვს. საუბარი შეეხება სერხიო კონსეისაოსაც, რომელიც 2021 წლის ზაფხულში „ნაპოლის“ ჩაბარებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მაშინ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

რაც შეეხება მეხუთე სპეციალისტს, რომელსაც დე ლაურენტისი შეხვდა, იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ის შეიძლება ტიაგო მოტა, რაფაელ ბენიტესი ან ვინჩენცო იტალიანო იყოს.