„ნაპოლის“ პრეზიდენტი - სერია A-ს შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი - სერია A-ს შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს #1TVSPORT

აურელიო დე ლაურენტისმა „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლის“ საჩემპიონო ზეიმის დროს ნეაპოლელ გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ თამაშს დაჰპირდა.

„ეს არის ტიტული, რომელიც უნდა მიეძღვნას ჩვენს იმ გულშემატკივრებს, რომლებიც „სტადიო მარადონას“ ტრიბუნებზე მუდამ იკრიბებიან. გამარჯვებას ვუძღვნი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ჩვენს ყველა ქომაგს, რომლებიც არიან სახლში, ნეაპოლში, კამპანიაში, იტალიასა და მსოფლიოში.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს შვილს, ედუარდო დე ლაურენტისს იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ამ სეზონში შეასრულა. ის ყოველთვის ჩემი მარჯვენა ხელი იყო. ახლა კი მომავალზე ვფიქრობთ.

მსურდა, წელს ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო. ეს ოცნება ვერ ახდა, მაგრამ მომავალ სეზონში ჩვენ კიდევ ვეცდებით. მიზანია, იქ მოპოვებული ბედნიერებაც ნეაპოლს ვაჩუქო“, – ამბობს „ნაპოლის“ პრეზიდენტი.