„ნაპოლის“ პრეზიდენტი მოთამაშეებს აფრთხილებს - გარსიასადმი უკმაყოფილების გამოხატვისთვის დაგაჯარიმებთ #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი მოთამაშეებს აფრთხილებს - გარსიასადმი უკმაყოფილების გამოხატვისთვის დაგაჯარიმებთ #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ის აღარ მოითმენს ფეხბურთელების ცუდ დამოკიდებულებას მწვრთნელის, რუდი გარსიას მიმართ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში შეცვლებით და გარსიას გადაწყვეტილებებით უკმაყოფილება ემოციურად გამოხატეს ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ. აურელიო დე ლაურენტისმა ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ მსგავს პროტესტს აღარ დაუშვებს.

„მოთამაშეებს ვუთხარი, რომ მწვრთნელის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას აღარ დავუშვებ. ამ საკითხში დაუნდობელი ვიქნები, მსგავსი საქციელისთვის ძალიან დიდი ჯარიმები დაწესდება.

ამ თემაზე ფეხბურთელებს მკაფიოდ ვესაუბრე და იმედია, ჩარევა აღარ მომიწევს. მწვრთნელი აღიარებს, რომ გუნდის მართვაში შეცდომა დაუშვა, ამაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც ვიღებ. გარსია დიდი წნეხის ქვეშ მოექცა, ამიტომ ვუთხარი, რომ ჩვენ ერთად ვართ და წინ მივიწევთ.

მზად ვართ, გამოვასწოროთ შეცდომები და იმედია, ეს აღარ განმეორდება. მწვრთნელს აქვს უფლება, მატჩების დროს ფეხბურთელები საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს და ამის გამო უკმაყოფილო ჟესტები მიუღებელია. მთავარია, გუნდში მშვიდი გარემო იყოს და კვლავ სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ“, – ამბობს „ნაპოლის“ პრეზიდენტი.