„ნაპოლის“ პრეზიდენტი - კვარაცხელიას აგენტის პოზიციაა, რომ კონტრაქტის განახლებაზე მოსალაპარაკებლად სეზონის ბოლოს შევხვდეთ #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი - კვარაცხელიას აგენტის პოზიციაა, რომ კონტრაქტის განახლებაზე მოსალაპარაკებლად სეზონის ბოლოს შევხვდეთ #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენცია გამართა და ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის პრეზიდენტი ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხსაც შეეხო.

დე ლაურენტისმა გაამხილა, რომ ქართველი ფეხბურთელის აგენტს შეხვდა და ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზა, მაგრამ მან სეზონის დასრულებამდე თავი შეიკავა.

„დაახლოებით სამი თვის წინ კვარაცხელიას აგენტს შევხვდი და ახალი კონტრაქტის გაფორმება შევთავაზე, მაგრამ მან მიპასუხა, არ ინერვიულო, ხვიჩა აქ თავს ბედნიერად გრძნობს და კონტრაქტის განახლებაზე სეზონის ბოლოს შევხვდეთო“, – განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა საჩემპიონო სეზონის შემდეგ თავად განაცხადა, რომ კვარაცხელიასთან ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებდა, მაგრამ შემდეგ თავისი სიტყვები უარყო და ხელშეკრულება დღემდე არ გაუფორმებია.