„ნაპოლის“ პრეზიდენტი „ჯენოასთან“ ფრემ განარისხა - ის თავს გარსიას მსხვერპლად გრძნობს #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი „ჯენოასთან“ ფრემ განარისხა - ის თავს გარსიას მსხვერპლად გრძნობს #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იმედგაცრუებული და განერვიულებული გამოიყურებოდა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, „ჯენოასთან“ ფრედ (2:2) დასრულებული თამაშის შემდეგ. ამის შესახებ Repubblica-ს ჟურნალისტი ანტონიო კორბო წერს.

„აურელიო დე ლაურენტისმა „ჯენოასთან“ ფრე და „ნაპოლის“ თამაში დადებითად ვერ შეაფასა. მის გუნდს სულისკვეთება აკლია, ამაზე გუნდშიც საუბრობენ. დე ლაურენტისი თამაშის შემდეგ გაბრაზებული იყო. ის თავს მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიასა და გუნდის მსხვერპლად გრძნობს.

არასწორია იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი მწვრთნელის შეცვლაზეა დამოკიდებული, რადგან სპალეტი რომც დარჩენილიყო, ალბათ ყველაფერი მაინც ასე იქნებოდა. კლუბის პრეზიდენტმა „ნაპოლი“ ამ კრიზისული მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს. მან ზომები სასწრაფოდ უნდა მიიღოს, ეს მისი უფლება და ინტერესია. გარსიას ვარჯიშის შესახებ არავითარი რჩევა არ უნდა მისცეს.

„ნაპოლის“ სრული უფლებამოსილების მქონე სპორტული დირექტორი არ ჰყავს. კლუბში მსგავსი როლის მქონე სამი პიროვნებაა, რაც ძალიან ბევრია“, – ამტკიცებს Repubblica-ს ჟურნალისტი.