„ნაპოლის“ პირველი საშინაო მარცხი - კვარაცხელიას გუნდს „ლაციომ“ მოუგო #1TVSPORT
„ნაპოლის“ პირველი საშინაო მარცხი - კვარაცხელიას გუნდს „ლაციომ“ მოუგო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართეს და სეზონში პირველი საშინაო მარცხი განიცადეს – ლუჩანო სპალეტის გუნდს „ლაციომ“ 1:0 მოუგო.

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის შეხვედრაში, რომელსაც „სტადიო მარადონამ“ უმასპინძლა, „ლაციომ“ პირველ ტაიმში მასპინძლები დაცვის მარწუხებში მოქცია. ლოგიკური იყო, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა და საწყისი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.

ნაპოლიმ“ მეორე ნახევარში მეტოქეზე ზეწოლის გაზრდა სცადა, კვარაცხელიაც რამდენიმეჯერ შეტევის გამწვავებას შეეცადა, მაგრამ ანგარიში „ლაციომ“ გახსნა. კვარაცხელიას მოგერიებული ბურთი მატიას ვიცინოს მიუვიდა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით „ნაპოლის“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 0:1.

საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო მარცხი განიცადა, მაგრამ 25-ე ტურის შემდეგ 65 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს. ამ მოგებით „ლაციო“ (48) მეორე ადგილზე დაწინაურდა, ნეაპოლელებმა კი სხვაობა ვერ გაზარდეს კონკურენტ მილანის „ინტერთან“ (47), რომელიც ტურის მატჩში 5 მარტს „ლეჩეს“ უმასპინძლებს.