„ნაპოლის“ მწვრთნელი - „რეალთან" დაცვაში უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელი - „რეალთან" დაცვაში უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „რეალთან“ 2:4 წაგებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

მადრიდელების მესამე გოლამდე კარგი მომენტები შევქმენით, წინ გასვლა და მოგება შეგვეძლო. ვიცოდით, რომ, შესუსტებული შემადგენლობის მიუხედავად, „რეალი“ მაინც ძალიან სახიფათო იქნებოდა. როდესაც ანგარიში 2:2 გახდა, შეგვეძლო უფრო ფრთხილად გვეთამაშა და მეტოქისთვის შანსები არ მიგვეცა.

მას შემდეგ, რაც ნეაპოლში ჩამოვედი, ვიპოვე განსაკუთრებული, ერთსულოვანი ჯგუფი, რომელსაც ერთად ყოფნა სურს. ეს დიდი გუნდია და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები. როცა არის ადამიანური ღირებულებები, ეს ნამდვილად შესაძლებელია.

ოსიმენის შეცვლაზე შეყვანას თავიდანვე ვგეგმავდი. ის მოედანს „ატალანტასთან“ შეხვედრაში დაუბრუნდა. ვიქტორი შემდეგი მატჩებისთვის ეტაპობრივად უნდა მოვამზადოთ“, – განაცხადა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ბრაგამ“ „უნიონთან“ 1:1 ითამაშა. ხუთი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე „რეალია“ (15 ქულა), რომელიც მერვედფინალში გავიდა. „ნაპოლის“ შვიდი ქულა აქვს და ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „ბრაგას“ ეთამაშება. ნეაპოლელებს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც აძლევთ ხელს, მაგრამ თუ ორი ან მეტი ბურთით არ დამარცხდებიან, პლეი ოფში, შესაძლოა, წაგების შემთხვევაშიც გავიდნენ.