„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია და რთულ ვითარებაში გენიალურ გამოსავალს პოულობს #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია და რთულ ვითარებაში გენიალურ გამოსავალს პოულობს #1TVSPORT

„ძალიან კმაყოფილი ვარ ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით“, – ამის შესახებ ნეაპოლიტანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა.

„ნაპოლის“ პარტნიორ Kiss Kiss Napoli Radio-სთან ცნობილმა სპეციალისტმა, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა და ქართველი თავდამსხმელის მოსვლაზეც გაამახვილა ყურადღება.

„რას ვფიქრობ კვარაცხელიასთან კონტრაქტზე? მე მას კარგად ვიცნობ, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მშვენივრად მოძრაობს და მოხერხებულია. ის იმ მოთამაშეთა კატეგორიიდანაა, რომლებიც რთულ ვითარებაში გამოსავალს პოულობენ, თანაც ისეთ გენიალურს, როგორიც მწვრთნელებს სურთ. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც, მჯერა, რომ იტალიის სერია ა-შიც კარგად ითამაშებს“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

63 წლის იტალიელი სპეციალისტი 2009–2014 წლებში პეტერბურგის „ზენიტში“ მუშაობდა და მას შემდეგ რუსეთის საფეხბურთო ბაზარში კარგაა გაცნობიერებული.