„ნაპოლის“ განცხადება ოსიმენის სკანდალზე - შეურაცხყოფას ან დაცინვას არ ვაპირებდით #1TVSPORT
„ნაპოლის“ განცხადება ოსიმენის სკანდალზე - შეურაცხყოფას ან დაცინვას არ ვაპირებდით #1TVSPORT

ნაპოლიმ“ ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის სკანდალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ოსიმენსა და „ნაპოლის“ შორის კონფლიქტი მას შემდეგ მოხდა, რაც კლუბის სოციალური ქსელის სამსახურმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავდამსხმელი ჯერ მსაჯს ბავშვური ხმით ევედრება პენალტს, შემდეგ კი გატანას ვერ ახერხებს.

ამის შემდეგ, მალევე ფეხბურთელის ადვოკატი „ნაპოლის“ სამართლებრივი მოქმედებით დაემუქრა, ოსიმენმა კი წაშალა „ნაპოლის“ მაისურით სოციალურ ქსელებში თითქმის ყველა ფოტო და სასტუმროში მისვლისას თანაგუნდელებს არ მიესალმა.

„ამ თემაზე სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად კლუბი განმარტავს, რომ ვიქტორ ოსიმენის შეურაცხყოფას ან დაცინვას არასოდეს აპირებდა. ამის დასტურია, რომ ზაფხულში კლუბმა უარყო თავდამსხმელის სხვა გუნდში გადასვლის ყველა შეთავაზება.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სოციალურ მედიაში, კერძოდ TikTok-ში, კონტენტი ყოველთვის მარტივად და კრეატიულად იქმნებოდა, ყოველგვარი დაცინვის განზრახვის გარეშე, როგორც ეს ოსიმენის შემთხვევაში იყო. თუმცა თუ ვიქტორმა ამაში რაიმე შეურაცხყოფა დაინახა, ეს კლუბისთვის უცხოა“, – ნათქვამია „ნაპოლის“ განცხადებაში.