„ნაპოლის“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„ნაპოლის“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ნაპოლის“ ნახევარმცველს, პეტრ ზელინსკის კორონავირუსი დაუდგინდა, – იუწყება ნეაპოლური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

26 წლის პოლონელი ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება, „ნაპოლის“ მთელი შემადგენლობა კი შესაბამის სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდებიან.

მატჩი კვირას, 4 ოქტომბერს, ტურინში გაიმართება.