„ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენის თაობაზე „გალათასარაის“ წინადადება უარყო #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით „ნაპოლი“ და „გალათასარაი“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა იტალიელებმა თურქების ბოლო წინადადებაც უარყვეს.
თურქულმა გრანდმა „ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა და წინადადებას თან დაურთო საბანკო გარანტიები, რაც ტრანსფერის თანხის გადახდას უზრუნველყოფს.
მიუხედავად ამისა, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა შეთავაზება იუარა. იტალიური კლუბის ხელმძღვანელს 75 მილიონი ევროს მიღება სურს — სრულად და გარანტირებულად.
ვიქტორ ოსიმენმა გასული სეზონი „გალათასარაიში“ იჯარის წესით გაატარა, მან გუნდთან ერთად თურქეთის ჩემპიონატისა და თასის მოგება მოახერხა.