„ნაპოლიმ“ „ვერონას“ აჯობა - ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ში „ვერონას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელის არყოფნა ოფიციალური ცნობებით ტრავმამ განაპირობა, თუმცა, ცნობილია, რომ ხვიჩას გუნდის დატოვება სურს. ასეა თუ ისე, იგი მე-20 ტურის მატჩში ნეაპოლელების განაცხადშიც ვერ მოხვდა.
თამაში „ნაპოლიმ“ დამაჯერებლად დაიწყო და ანგარიში მე-5 წუთზე ჯოვანი დი ლორენცოს დარტყმის შემდეგ გახსნა – მეკარე ლორენცო მონტიპო ბურთის მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ საკუთარ კარში ჩაჭრა და ავტოგოლი ჩაიწერა.
მეორე ტაიმში ნეაპოლელებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს. 61-ე წუთზე „ვერონას“ კარი ზამბო ანგისამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
20 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერია და 4 ქულით ასწრებს „ინტერს“, რომელსაც ორი მატჩი მარაგში აქვს.