„ნაპოლიმ“ ვერ მოიგო - კვარაცხელიას შექმნილი მომენტები თანაგუნდელებმა ვერ გამოიყენეს #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ ვერ მოიგო - კვარაცხელიას შექმნილი მომენტები თანაგუნდელებმა ვერ გამოიყენეს #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონმა, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“, რომელიც სამთო ქალაქ დიმაროში ემზადება, ამხანაგურ მატჩი სერია C-სსპალთან“ გამართა და მოულოდნელად მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 1:1.

იტალიის რანგით მესამე ლიგის გუნდთან თამაშის პირველ ნახევარს ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს. ქართველისთვის ეს მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატჩი იყო. სასტარტო შემადგენლობაში ასევე არ იყო ვიქტორ ოსიმენი და შეკრებაზე გვიან ჩასული რამდენიმე მოთამაშე.

ნეაპოლელთა ახალმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, რომელმაც ლუჩანო სპალეტი შეცვალა, ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა, კვარაცხელია და ოსიმენი კი მოედანზე მეორე ნახევარში შეუშვა.

ანგარიში 63-ე წუთზე „სპალის“ ფეხბურთელმა, ფილიპო პულეტიმ გახსნა, რომელიც შესანიშნავი გოლის ავტორი გახდა. მან კარიდან ოდნავ გამოსული ალექს მერეტი შენიშნა და საკუთარი ნახევრიდან დანიშნული საჯარიმოდან ბურთი კარში გაუშვა.

ნაპოლიმ“ მთელი ძალებით შეუტია და 74-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა – პიოტრ ზიელინსკის ფლანგური გადაცემა ზამბო ანგისამ დააგვირგვინა.

კვარაცხელია ბოლო წუთებზე გააქტიურდა. 81-ე წუთზე შესანიშნავი გადაცემით საჯარიმოში მარტო დარჩენილი მატიას ოლივერა მოძებნა, რომელმაც გუნდის დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენა. 85-ე წუთზე კი ხვიჩამ მთელი დაცვა „გაჭრა“ და ოსიმენი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ნიგერიელმა მეკარეს ვერ აჯობა.