„ნაპოლიმ“ სპორტული დირექტორის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

22:56, 30.06.2023

„ნაპოლიმ“ გამოაცხადა თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ სპორტულ დირექტორთან, კრისტიანო ჯუნტოლისთან.

იტალიის ჩემპიონმა მადლობა გადაუხადა სპეციალისტს რვაწლიანი თანამშრომლობისთვის, რომელიც 2022-23 წლების სეზონში ჩემპიონობით დასრულდა.

პრესის ინფორმაციით, ჯუნტოლი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს, სადაც ანალოგიურ თანამდებობას დაიკავებს. „ნაპოლიმდე“ ის სპორტულ დირექტორად მუშაობდა „სპეციასა“ და „კაპრიში“.

მსგავსი