„ნაპოლიმ“ შვედეთის ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ შვედეთის ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ ძალიან მალე გაიფორმებს საფრანგეთის „რეიმსისა“ და შვედეთის ნაკრების საყრდენ ნახევარმცველს, იენს კაიუსტეს, – იტყობინება ფრანგული ინტერნეტგამოცემა Foot Mercato.

მხარეებმა შეათანხმეს 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი და უახლოეს საათებში კაიუსტე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

2022-23 წლების სეზონში ნახევარმცველმა „რეიმსის“ რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. შვედეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 15 მატჩია.