„ნაპოლიმ“ შანსი დაკარგა - კვარაცხელიას გუნდი სეზონში მოპოვებული ქულების რაოდენობით სერია A-ს რეკორდს ვერ დაამყარებს #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ შანსი დაკარგა - კვარაცხელიას გუნდი სეზონში მოპოვებული ქულების რაოდენობით სერია A-ს რეკორდს ვერ დაამყარებს #1TVSPORT

2 აპრილს სერია A-ს 28-ე ტურის მატჩში „ნაპოლი“ სახლში დიდი ანგარიშით დამარცხდა „მილანთან“ (0:4) და ცნობილი გახდა, რომ ისტორიული რეკორდის დამყარების შანსი ხელიდან გაუშვა.

71 ქულით „ნაპოლი“ კვლავ ლიდერობს სერია A-ში, 16 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ და თითქმის წარმოუდგენელია, ლუჩანო სპალეტის გუნდმა „სკუდეტო“ დაკარგოს.

თუმცა, სეზონის დასრულებამდე 10 მატჩით ადრე „ნაპოლიმ“ დაკარგა მათემატიკური შანსი, მოეხსნა სერია A-ს რეკორდი სეზონში მოპოვებული ქულების რაოდენობით.

2013/14 წლების სეზონში „იუვენტუსმა“ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით 38 მატჩში 102 ქულა მოაგროვა – 33 მოგება, 3 ფრე და 2 წაგება. „ნაპოლის“ 28 ტურის შემდეგ 23 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება აქვს.