„ნაპოლიმ“ საწვრთნელი პროცესის განახლების შესახებ გამოაცხადა
„ნაპოლიმ“ საწვრთნელი პროცესის განახლების შესახებ გამოაცხადა

იტალიის სერია A-ს კლუბმა „ნაპოლი“ გაავრცელა განცხადება, რომ გუნდი ვარჯიშებს განაახლებს . ნეაპოლელები საკუთარ ბაზაზე 23 მარტს შეიკრიბებიან.

კლუბისგან ეს ინფორმაცია იტალიაში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე გავრცელდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ორი ათასს გადააჭარბა.

იტალიაში შეჩერებულია ყველა სპორტული ღონისძიება, გუნდები კი გადაყვანილნი არიან კარანტინში.