„ნაპოლიმ“ ნოა ლანგის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა, „ნაპოლიმ“ და პსვ ეინდჰოვენმა ნოა ლანგის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდის წევრი ოფიციალურად გახდება.
გარიგების ფარგლებში, პსვ 28 მილიონ ევროს მიიღებს, ასევე, კლუბს ლანგის მომავალი ტრანსფერიდან გარკვეული წილიც ერგება. 25 წლის ფეხბურთელს მხოლოდ „ნაპოლიში“ გადასვლა სურდა და იტალიურ კლუბში წელიწადში 2.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ნოა ლანგი პსვ-ს 2023 წელს შეუერთდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 63 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მანამდე ის „აიაქსში“, „ტვენტესა“ და „ბრიუგეში“ ასპარეზობდა. ნიდერლანდების ნაკრების რიგებში მან 14 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.