„ნაპოლიმ“ ნიგერიელი ფორვარდი შეიძინა და სატრანსფერო რეკორდი დაამყარა
„ნაპოლიმ“ ნიგერიელი ფორვარდი შეიძინა და სატრანსფერო რეკორდი დაამყარა

ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმჰენი „ლილიდან“ „ნაპოლიში“ გადავიდა. ამის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური წერს.

21 წლის ფეხბურთელმა ნეაპოლურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 60 მილიონი ევრო შეადგინა. ამ გარიგების რანგში „ლილში“ გადადის მეკარე ორესტის კარნეზისი.

ოსიმჰენი „ნაპოლის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. მანამდე რეკორდსმენად მიიჩნეოდა ირვინგ ლოსანო, რომელიც შარშან ზაფხულში „ეინდჰოვენიდან“ 38 მილიონ ევროდ შეიძინეს.

ახალ გუნდში ოსიმჰენი მერვე ნომრით ითამაშებს. მისი ხელფასი წელიწადში 4.5 მილიონი ევრო იქნება.

2019-20 წლების სეზონში ოსიმჰენმა ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.