"ნაპოლიმ" მილიკი შემადგენლობას ჩამოაშორა
"ნაპოლიმ" მილიკი შემადგენლობას ჩამოაშორა

პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკი “ნაპოლის” შემადგენლობიდან გარიცხეს. ფეხბურთელი არ იქნება არც სერია A-ს და არც ევროპის ლიგის განაცხადში.

როგორც იტალიური პრესა წერს, ნეაპოლელები პოლონელის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა ყველა შემოსული წინადადება უარყო. ახლა, მილიკს მოუწევს გუნდისგან განცალკევებით ვარჯიში მომავალი წლის იანვრამდე, როცა ისევ გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა.

“ნაპოლიმ” მილიკი “აიაქსიდან” 2016 წელს 33 მილიონ ევროდ შეიძინა. მას შემდეგ, პოლონელმა 122 მატჩში 48 გოლი გაიტანა.