„ნაპოლიმ“ მეკარე ალექს მერეტთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ მეკარე ალექს მერეტთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ მეკარე ალექს მერეტთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა და ფეხბურთელი გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

მოქმედი კონტრაქტი ალექს მერეტს იტალიის ჩემპიონთან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 30 ივნისს ეწურებოდა.

როგორც რომანო წერს, „ნაპოლი“ შეეცდება, მერეტთან უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ გააფორმოს ახალი კონტრაქტი და ის დიდი ხნით შეინარჩუნოს.

იტალიელი ფეხბურთელი „პარტენოპეის“ რიგებში 2018 წლიდან ირიცხება. მას „ნაპოლის“ რიგებში 168 შეხვედრა აქვს ჩატარებული.