„ნაპოლიმ“ კარლო ანჩელოტი დაითხოვა
„ნაპოლიმ“ კარლო ანჩელოტი დაითხოვა

„ნაპოლიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი გაათავისუფლა. ამის შესახებ იტალიურმა კლუბმა საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით გამოაცხადა.

„ნაპოლიმ“ გადაწყვიტა კარლო ანჩელოტის გაშვება. თუმცა, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა კლუბსა და მწვრთნელს შორის უცვლელი დარჩება“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დაამარცხეს „გენკი“ 4:0 და მოიპოვეს პლეი ოფში თამაშის უფლება, მაგრამ გუნდს დაბალი შედეგები აქვს სერია A-ში, სადაც ოქტომბრიდან მოყოლებული შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა და მეშვიდე ადგილზეა. 60 წლის სპეციალისტს სწორედ შიდა არენაზე წარუმატებელი თამაში არ აპატიეს.

ანჩელოტი „ნაპოლის“ სათავეში 2018 წლის მაისში ჩაუდგა. მისი კონტრაქტი სამ წელზე იყო გათვლილი.