„ნაპოლიმ“ ინსინიე 350 ათას ევროთი დასაჯა
„ნაპოლიმ“ ინსინიე 350 ათას ევროთი დასაჯა

სერია A-ს კლუბმა „ნაპოლიმ“ თავისი კაპიტანი ლორენცო ინსინიე 350 ათასი ევროთი დააჯარიმა, – იტყობინება გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“.

ცოტა ხნის წინ, „ნაპოლის“ პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისსა და მოთამაშეებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. ნოემბერის დასაწყისში, პრეზიდენტმა მოითხოვა ფეხბურთელებისგან – ერთი კვირა გაეტარებინათ საწვრთნელ ბაზაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, თუმცა, გუნდის წევრები არ დაემორჩილნენ ამ ბრძანებას.

კლუბის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბუნტის ორგანიზატორი სწორედ ინსინიე აღმოჩნდა. ის არ არის შეყვანილი „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის განაცხადში. ეს შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება. ოფიციალურ ვერსიად იდაყვის ტრავმა დასახელდა.

როგორც ირკვევა, ამ ინციდენტის შედეგად, საერთო ჯამში „ნაპოლის“ ფეხბურთელები 2.5 მილიონ ევროთი დაჯარიმდნენ.