„ნაპოლიმ“ ფედერიკო კიეზას აგენტთან მოლაპარაკება დაიწყო #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ ფედერიკო კიეზას აგენტთან მოლაპარაკება დაიწყო #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ „ლივერპულის“ იტალიელი თავდამსხმელის, ფედერიკო კიეზას იჯარის თაობაზე ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკება დაიწყო, – ინფორმაციას გამოცემა Footmercato ავრცელებს.

კიეზა „ლივერპულს“ ტურინის „იუვენტუსიდან“ გასულ ზაფხულს 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ტრავმების გამო ინგლისში ფეხი ვერ მოიკიდა.

27 წლის ფეხბურთელს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და მზადაა, გარკვეული პერიოდი სამშობლოში იჯარის წესით გაატაროს.

ფედერიკო კიეზა „ფიორენტინას“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია და „იუვენტუსმა“ ფლორენციული კლუბისგან შეიძინა. მან იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2021 მოიგო, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ.