„ნაპოლიმ“ დარვინ ნუნიესის ტრანსფერზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ დარვინ ნუნიესის ტრანსფერზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა #1TVSPORT

ურუგვაელმა ფორვარდმა დარვინ ნუნიესმა სულ მალე შეიძლება პრემიერლიგა სერია A-ში გაცვალოს.

იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, გაიმართა მოლაპარაკებები „ლივერპულსა“ და „ნაპოლის“ შორის 25 წლის ფეხბურთელის ნეაპოლელთა რიგებში გადასვლაზე.

იტყობინებიან, რომ „ნაპოლიმ“ 37 მილიონი ფუნტი შესთავაზა ინგლისურ მხარეს და ცდილობს გარიგების სწრაფად დახურვას, რათა თავიდან აიცილოს კონკურენცია სხვა გუნდებისგან. „ლივერპული“ კი ითხოვს 42 მილიონ ფუნტს.

ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებების აქტიური ფაზა და ტრანსფერი, შესაძლოა, უახლოეს უქმეებზე განხორციელდეს.

გასულ სეზონში დარვინ ნუნიესმა ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.