„ნაპოლიმ“ არგენტინელების სიმბოლურში იგუაინი არ შეიყვანა
„ნაპოლიმ“ არგენტინელების სიმბოლურში იგუაინი არ შეიყვანა

„ნაპოლიმ“ კლუბის ისტორიაში საუკეთესო არგენტინელი მოთამაშეების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელიც არგენტინაში მაისის რევოლუციის 210 წლისთავს მიეძღვნა.

მეკარე – მარიანო ანდუხარი;

მცველები – უგო კამპანიარო, ფედერიკო ფერნანდესი, რობერტო აიალა, მაურისიო პინედა;

ნახევარმცველები – დანიელ ბერტონი, ხოსე სოსა, ხესუს დატოლო;

ფორვარდები – დიეგო მარადონა, რობერტო სოსა, ესეკილ ლავეცი.

სიმბოლურის მიღმა აღმოჩნდა ფორვარდი გონსალო იგუაინი, რომელიც „ნაპოლიში“ 2013-16 წლებში თამაშობდა და 146 მატჩში 91 გოლი გაიტანა.