„ნაპოლიმ“ ანდრე ფრანკ ზამბო ანგისასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა #1TVSPORT

17:55, 20.12.2024
Frank Zambo Anguissa (99 SSC Napoli) in action  during the  Serie A enilive soccer match between Hellas Verona  and Napoli at the Marcantonio Bentegodi Stadium, north Est Italy - Sunday, August  18, 2024. Sport - Soccer (Photo by Paola Garbuioi/Lapresse)

„ნაპოლი“ კამერუნელ ნახევარმცველთან, ანდრე ფრანკ ზამბო ანგისასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta ავრცელებს.

მხარეებს შორის ხელშეკრულება სამი წლით გახანგრძლივდება, ფეხბურთელი სეზონში ანაზღაურების სახით სამ მილიონ ევროს მიიღებს, ასევე გათვალისწინებული იქნება ბონუსებიც.

29 წლის ფეხბურთელი „ნაპოლის“ 2021 წელს იჯარის წესით „ფულემიდან“ შეუერთდა, ხოლო კლუბმა მისი ტრანსფერი 2022 წელს სრულად გამოისყიდა.

„პარტენოპეის“ რიგებში ჩატარებულ 134 შეხვედრაში მის ანგარიშზე შვიდი გატანილი გოლია.

მსგავსი