„ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 24 წლის თავდამსხმელი ალესიო ძერბინი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე „მონცაში“ იჯარის წესით ითამაშებს.
ხელშეკრულების მიხედვით, „მონცას“ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება და 30 ივნისის შემდეგ ძერბინი კვლავ „ნაპოლიში“ დაბრუნდება.
ალესიო ძერბინიმ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა და მას შემდეგ რამდენიმე გუნდში იყო განათხოვრებული. იტალიელმა მხოლოდ გასული ორი სეზონი გაატარა „პარტენოპეის“ შემადგენლობაში.
მიმდინარე სეზონში ძერბინიმ „ნაპოლის“ რიგებში სერია A-ში შვიდი შეხვედრა ჩაატარა, მას გოლი არ გაუტანია. იტალიელმა დუბლის შესრულება იტალიის სუპერთასზე, „ფიორენტინასთან“ მატჩში მოახერხა.