„ნაპოლიმ“ ალესანდრო ბონჯორნოსთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
იტალიურმა „ნაპოლიმ“ „ტორინოდან“ იტალიელი ცენტრალური მცველი ალესანდრო ბონჯორნო შეიძინა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ნაპოლიმ“ დაახლოებით 35 მილიონი ევრო გადაიხადა და ფეხბურთელთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. იტალიელის გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევრო იქნება.
ბონჯორნოს გარდა, იტალიის 2022/23 წლის ჩემპიონმა მადრიდის „რეალიდან“ – რაფა მარინი, ხოლო ლეონარდო სპინაცოლა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
როგორც კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აცხადებს, „ნაპოლის“ გუნდის ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნებაც სურს.