„ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის შემადგენლობაში დაბრუნებას განიხილავს #1TVSPORT
„ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის შემადგენლობაში დაბრუნებას განიხილავს #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა განიხილავს პირველი გუნდის შემადგენლობაში ფორვარდ ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებას, – წერს ნეაპოლური გაზეთი Il Mattino.

წყაროს ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კლუბის ფუნქციონერები ცდილობენ, დაალაგონ ურთიერთობა 26 წლის ფეხბურთელთან.

პირველად დიდხნიანი პერიოდის შემდეგ განიხილება ნიგერიელი ფეხბურთელის დაბრუნება გუნდის შემადგენლობაში. ეს უკავშირდება სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელის პოზიციაზე ფეხბურთელების დეფიციტს.

ოსიმენის დაბრუნების საკითხი აქტიურად განიხილება როგორც „ნაპოლის“ ხელმძღვანელთა დონეზე, ასევე სამწვრთნელო შტაბის მიერ. მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე არ არის წინააღმდეგი თავის გუნდში იხილოს ფორვარდი, თუმცა თავად ფეხბურთელი თავისთვის სხვა მომავალს წარმოიდგენს.

ასევე იტყობინებიან, რომ ოსიმენის აგენტები აგრძელებენ მუშაობას ფეხბურთელის ახალ კლუბში მოწყობის ვარიანტებზე. ამტკიცებენ, რომ ბოლო პერიოდში ნიგერიელის გარემოცვას აქტიური კონტაქტი ჰქონდა პრემიერლიგის კლუბებთან.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ოსიმენმა იჯარის წესით „გალათასარაიში“ გაატარა.