„ნაპოლი“ თომას მიულერის მიწვევას აპირებს #1TVSPORT
„ნაპოლი“ თომას მიულერის მიწვევას აპირებს #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ აგრძელებს აქტიურ მუშაობას სატრანსფერო ბაზარზე.

ესპანური გამოცემის, Fichajes-ის ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბი აპირებს თავისუფალი აგენტის სტატუსით თომას მიულერის გადაბირებას. 35 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ბოლო მატჩი ჩაატარა მიუნხენის „ბაიერნში“ და ახლა კარიერის გაგრძელების ვარიანტებს ეძებს.

იტყობინებიან, რომ მიულერის მიწვევა „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ინიციატივაა, რომელსაც პირადად სურს თავის გუნდში ფორვარდის ხილვა.