„ნაპოლი“ რეგილონში 15 მილიონ ევროს იხდის
„ნაპოლი“ რეგილონში 15 მილიონ ევროს იხდის

ნაპოლიმ“ მადრიდის „რეალს“ სერხიო რეგილონის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზა, – ცნობას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს. წყაროს ცნობით, ნეაპოლელები 23 წლის ესპანელ მცველში 15 მილიონ ევროს იხდიან, მაგრამ „სამეფო კლუბს“ ფეხბურთელის გაყიდვა 25 მილიონად აქვს განზრახული.

იტყობინებიან, რომ იტალიელები რეგილონთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებისთვის მზად არიან. ესპანელი 2019/2020 წლების სეზონს „სევილიაში“ ატარებს, სადაც 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რეგილონმა გაიტანა სამი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ის კლუბთან ერთად ევროპალიგის ნახევარფინალშია, სადაც ფინალში გასასვლელად „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.