„ნაპოლი“ ქარიმ ადეიემიში 45-50 მილიონს იხდის #1TVSPORT
„ნაპოლი“ ქარიმ ადეიემიში 45-50 მილიონს იხდის #1TVSPORT

„ნაპოლიმ“, შესაძლოა, 40 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს ფორვარდ ქარიმ ადეიემიში.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ნეაპოლურმა კლუბმა მოლაპარაკებები დაიწყო „დორტმუნდთან“ გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ 45-50 ევროს ღირებულების გარიგებას. „ნაპოლი“ ასევე დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს კონტრაქტის პირობების განსახილველად.

ამ სეზონში ადეიემიმ ბუნდესლიგაში ცხრა მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.