„ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „იუვენტუსს“ ამარცხებს - ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ვიქტორ ოსიმჰენს გაატანინა [ვიდეო] #1TVSPORT
„ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „იუვენტუსს“ ამარცხებს - ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ვიქტორ ოსიმჰენს გაატანინა [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში მე-18 ტური „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრით დაიწყო. დასრულდა პირველი ტაიმი, რომლის შემდეგაც „ნაპოლი“ 2:1-ს იგებს. მე-14 წუთზე ანგარიში ვიქტორ ოსიმჰენმა გახსნა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ვარდნაში დარტყმულს დაამატა. ამ გოლამდე „იუვენტუსს“ ზედიზედ რვა მატჩი არ ჰქონდა გაშვებული გოლი.

39-ე წუთზე ქართველმა და ნიგერიელმა როლები გაცვალეს – კვარაცხელიამ სეზონში მეშვიდე გოლი ოსიმჰენის პასით გაიტანა.

ამ მატჩამდე ლიდერი „ნაპოლი“ მეორე ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ შვიდი ქულით უსწრებდა.