„ნაპოლი“ ოსიმენის შემცვლელს ეძებს - კანდიდატები არიან აბრაჰამი, ჰოილუნდი, ბონიფაცი #1TVSPORT
„ნაპოლი“ ოსიმენის შემცვლელს ეძებს - კანდიდატები არიან აბრაჰამი, ჰოილუნდი, ბონიფაცი #1TVSPORT

„ნაპოლის“ ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გრანდების სამიზნე იქნება. „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბაიერნი“ მიიჩნევიან ფავორიტებად ნიგერიელის ხელში ჩასაგდებად. სერია A-ს ლიდერი 24 წლის ფორვარდში, მინიმუმ, 150 მილიონი ევროს გამომუშავებას ვარაუდობს.

„არ ვიცი, რა მელოდება მომავალში. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვარ. სეზონის ბოლოს შევხვდები ჩემს აგენტებს და ყველაფერზე მოვილაპარაკებთ. ასევე მოლაპარაკებები მექნება „ნაპოლისთან“. ამ გუნდის ძალიან მადლიერი ვარ. ჩვენ ერთად ვიპოვნით კარგ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნიგერიელმა ფორვარდმა.

ამასობაში, გაზეთმა Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ „ნაპოლი“ უკვე ეძებს ოსიმენის შემცვლელს. მთავარი კანდიდატია „რომას“ ინგლისელი ფორვარდი ტამი აბრაჰამი, თუმცა სიაში სხვა ფეხბურთელებიც არიან: „ატალანტას“ დანიელი თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი, ოსიმჰენის თანამემამულე ვიქტორ ბონიფაცი ბელგიური „უნიონ სენტ ჟილიდან“, რომელმაც ამ სეზონში 20 გოლი გაიტანა. და კიდევ ბეტო „უდინეზედან“, რომელიც ბოლოა ამ სიაში.