„ნაპოლი“ მზადაა, უახლოეს მომავალში არგენტინელი თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე გაყიდოს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებს.
სიმეონე ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა. „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი არგენტინელის გაყიდვას გეგმავს, ის საიჯარო ხელშეკრულებას არ განიხილავს.
ჯოვანი სიმეონეს კონტრაქტი იტალიის 2023 წლის ჩემპიონთან 2026 წლის ივნისში სრულდება. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 15 მილიონი ევრო სახელდება.
29 წლის სიმეონემ „ნაპოლიში“ გატარებულ სამ სეზონში 88 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.