იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ ახლოს არის „ტორინოსა“ და სერბეთის ნაკრების მეკარის ვანია მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენასთან.
როგორც გამოცემა Sportitalia იტყობინება, 28 წლის ფეხბურთელს ასევე ჰქონდა შეთავაზება „ლიდსისგან“, მაგრამ არ მიიღო ის, რადგან სურს შეუერთდეს სერია A-ს მოქმედ ჩემპიონს. ინგლისური კლუბი მზად იყო მილინკოვიჩ-სავიჩში 22 მილიონი ევრო გადაეხადა, რაც მის მოქმედ კონტრაქტშია მითითებული.
2024-25 წლების სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა იტალიის ჩემპიონატში 37 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაუშვა.