„ნაპოლი“ ლონდონის „არსენალის“ მცველის, იაკუბ კივიორის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT
„ნაპოლი“ ლონდონის „არსენალის“ მცველის, იაკუბ კივიორის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT

„ნაპოლი“ ლონდონის „არსენალის“ პოლონელი მცველის, იაკუბ კივიორის ტრანსფერზე მუშაობს, – ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

კივიორი „არსენალში“ მცირე სათამაშო დროს იღებს და მას სურს, მოედანზე რაც შეიძლება ხშირად იყოს, ეს კი ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

თუმცა ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას პოლონელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მან ზაფხულშიც რამდენიმე კლუბის წინადადება უარყო.

24 წლის ცენტრალური მცველი „არსენალს“ 2023 წელს იტალიური „სპეციადან“ შეურთდა, მან პრემიერლიგაში 35 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.