„ნაპოლი“ - კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება არ ყოფილა, ეს სისულელეა #1TVSPORT
„ნაპოლი“ - კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება არ ყოფილა, ეს სისულელეა #1TVSPORT

იტალიურმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ მოლაპარაკებები კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით არ შედგა და ვითარება გართულდა.

ცნობების მიხედვით, კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი საქართველოში ისე დაბრუნდა, „ნაპოლის“ პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ამასთან დაკავშირებით, „ნაპოლიმ“ საგანგებო განცახდება გაავრცელა, სადაც ეს ინფორმაცია უარყო.

„ზოგიერთი მედიასაშუალება, ერთადერთ წყაროდ ფეხბურთელის აგენტები რომ ჰყავთ, აგრძელებენ კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების შესახებ სავარაუდო მიმდინარე მოლაპარაკებების გაშუქებას. ამაზე საუბარი სისულელეა.

„ნაპოლიდან“ კონტრაქტის შესაძლო გაგრძელებაზე (ხელშეკრულება 4 წელიწადში იწურება) ფეხბურთელთან არავის უსაუბრია – არც მაურო მელუსოს, არც მაურიციო მიშელს, არც აურელიო დე ლაურენტისს და არც ანდრეა კიაველს“, – წერია კლუბის განცხადებაში.