„ნაპოლი“ კიმის შემცვლელად „ლანსისა“ და ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
„ნაპოლი“ კიმ მინ ჯეს პოზიციაზე ავსტრიის ნაკრების მცველის, კევინ დანსოს დამატებას გეგმავს, – ინფორმაციას Tutto Mercato ავრცელებს.
„„ნაპოლი“ დაინტერესებულია ცენტრალური მცველის შეძენით და კევინ დანსოს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს. „ლანსის“ მცველი ლიგა 1-ის აღმოჩენა გახდა. მას ბოლო წლების განმავლობაში „ფიორენტინასთან“ აკავშირებდნენ. დანსომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და საიმედო თამაში აჩვენა.
როგორც ჩანს, ამ ფაქტორმა „ნაპოლი“ კონტრაქტის გაფორმების აუცილებლობაში დაარწმუნა. 10 მაისს რომში გაიმართა შეხვედრა, რომელიც პოტენციურ ტრანსფერს ეხებოდა. ავსტრიელი მცველის ფასი დაახლოებით 15 მილიონი ევროა.
კევინ დანსო 1998 წელს დაიბადა. „ლანსისა“ და ავსტრიის ნაკრების ცენტრალური მცველი ფიზიკურად ძლიერი და ტაქტიკურად განსწავლული მოთამაშეა.
დანსო ფრანგულ გუნდში 2021 წლიდან თამაშობს, ხოლო ავსტრიის ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული. 2019-2020 წლების სეზონში ის „საუთჰემპტონში“ ირიცხებოდა, მაგრამ პრემიერლიგის მხოლოდ ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა“, – წერს Tutto Mercato.