„ნაპოლი“ „ჯენოას“ 20 წლის თავდამსხმელით დაინტერესდა
„ნაპოლი“ „ჯენოას“ 20 წლის თავდამსხმელით დაინტერესდა

„ჯენოას“ თავდამსხმელი ანდრეა პინამონტი „ნაპოლის“ ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება Gazzetta dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, ნეაპოლელები თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და არჩევანი სწორედ პინამონტიზე შეაჩერეს.

ანდრეა პინამონტის კონტრაქტი „ჯენოასთან“ 2021 წლამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში 20 წლის თავდამსხმელმა „ჯენოას“ შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.