„ნაპოლი“ იტალიის თასის მფლობელია
„ნაპოლი“ იტალიის თასის მფლობელია

გამოვლინდა იტალიის თასის მფლობელი – რომში გამართულ ფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ უგოლო ძირითადი დროის შემდეგ, პენალტების სერიაში მოუგო „იუვენტუსს“ – 4:2.

90 წუთის განმავლობაში ჯენარო გატუზოს გუნდი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და რომ არა ჯანლუიჯი ბუფონი, ძირითად დროში მოახერხებდა გამარჯვებას. „იუვენტუსის” მეკარემ მინიმუმ სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და შანსი შეუნარჩუნა მას.

რეგლამენტის მიხედვით, დამატებითი დრო არ გაიმართა და გუნდები პირდაპირ პენალტების სერიაზე გადავიდნენ, სადაც ტურინელთა მხრიდან პაულო დიბალამ და დანილომ ვერ გაიტანეს 11-მეტრიანები, ნეაპოლელები კი არც ერთხელ არ შეცდნენ.

„ნაპოლისთვის“ ეს იყო მეექვსე ტრიუმფი იტალიის თასზე.