„ნაპოლი“ გატუზოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
„ნაპოლი“ გატუზოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჯენარო გატუზოს მუშაობით კმაყოფილია და მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, – იუწყება Calciomercato.

გამოცემის ინფორმაციით, ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და გახანგრძლივებული კონტრაქტი გატუზოსთან უახლოეს მომავალში გაფორმდება.

გატუზომ „ნაპოლი“ 2019 წელს ჩაიბარა და მთვარი მწვრთნელის პოზიციაზე კარლო ანჩელოტი შეცვალა.

იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლი“ 39 ქულით სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე იმყოფება.